ავღანეთში გაეროს წარმომადგენელმა იან კუბისმა განაცხადა საკუთარი განზრახვის შესახებ, დაიწყოს არაფორმალური დიალოგი ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის ანტისამათავარობოსთან.
იან კუბისი მიიჩნევს, რომ ავღანეთის ხელისუფლებამ და "თალიბანმა" მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ.
მისი თქმით, პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს.
მიმდინარე წლის დასაწყისში თალიბებთან მოლაპარაკების მცდელობა ბოევიკების მხრიდან მასში მონაწილეობაზე უარის გამო ჩაიშალა.
ბოლო თვეების განმავლობაშიგანხორციელდა რამდენიმე მცდელობა ქვეყნის პოლიტიკური ძალების დიალოგის გასამართად. ივლისში იაპობნბიის უნივეწრსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა "თალიბანის" ორმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა მიიღო.
მოგვიანებით კი პარიზში გამართულ შეხვედრაში ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.