კოალიცია "ქართული ოცნებისგან" ახალი მთავრობის მინისტრთა კაბინეტში, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე შეთავაზება მამუკა ნიკოლაიშვილმა მიიღო, - ეს ინფორმაცია მამუკა ნიკოლაიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში დაადასტურა.
მისი თქმით, გაიმართა კონსულტაციები და საჭიროების შემთხვევაში მზადაა ქვეყანას დაეხმაროს.
მამუკა ნიკოლაიშვილი პარიზში იმყოფება, სადაც ალტერნატიული ენერგიის საკითხებზე მუშაობს.
მამუკა ნიკოლაიშვილს აღნიშნული პოსტი 2003 წელსაც ეკავა. მან ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დავით მირცხულავა შეცვალა.