ამსტერდამში თავის ბინაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 28 წლის ომარ სულუხია აირზენას თანამშრომელი იყო. იგი 3 დღის განმავლობაში არც ზარებს პასუხობდა და არც სამსახურში მისულა. მისი ძებნა ამის შემდეგ დაიწყეს. ამ დროისთვის გაურკვეველია სულუხიას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი. ოჯახის ვარაუდით იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.
დაწყებულია გამოძიება. საქმეში ჩართულია საქართველოს საკონსულო. გამოძიების დასრულების შემდეგ გადაწყდება მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი.