ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" №15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის გიორგი ღამბაშიძის საჩივარი გასაჩივრების წესის დარღვევისა და არაუფლებამოსილი პირის მიერ მისი შემოტანის გამო განუხილველი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ საჩივარში ღამბაშიძე საარჩევნო უბნებისათვის გადაცემული ბოლო დაზუსტებული სიების გახსნა/გადამოწმებას და მათში არსებითი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, №15 ლაგოდეხის სარჩევნო ოლქში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა.