საქართველოში ხუთი ახალი ელექტრომატარებელი შემოვიდა და რამდენიმე კვირაში უკვე ექსპლუატაციაში შევა. ახალი ელექტრომატარებლები ჩინურ კორპორაცია "ჯიესერშია" დამზადებული და თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. ელექტრომატარებლებში დამონტაჟებულია გათბობისა და კონდენცირების უახლესი სისტემები და აღჭურვილია მართვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით.
საინვესტიციო პროგრამა საქართველოს რკინიგზის ფილიალმა "მგზავრთა გადაყვანები" განახორციელა.
ადგილობრივ და საგარეუბნო მიმართულებებზე ელექტრომატარებლების განახლების პროგრამა 2013 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.