ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები დასრულდა. როგორც ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა შეხვედრაზე საუბარი მთავრობის დაკომპლექტების შესახებ მიმდინარეობდა. თუმცა უსუფაშვილმა არ დააკონკრეტა მოხდა თუ არა კოალიციაში შეჯერება მთავრობაში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებთან დაკავშირებით.
,,ვაგრძელებთ მსჯელობას, ყველა საკითხის გადაწყვეტას. საკადრო თემასთან დაკავშირებით ბატონი ბიძინა ალბათ, სამშაბათს გააკეთებს განაცხადს და მაშინ გახდება ცნობილი ყველა ის კანდიდატი, რომელთან დაკავშირებით განცხადება არ გაკეთებულა. მანამდე სამუშაო რეჟიმში ვიხილავთ მიმდინარე საკითხებს", _ განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესცენტრში მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღის მეორე ნახევარში განახლდა.