ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსულტაციები განახლდა. როგორც ჟურნალისტებთან კოალიციის ლიდერებმა განაცხადეს დღის ბოლომდე მთავრობაში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებთან დაკავშირებით შეჯერდებიან.
,,გვექნება კონსულტაციები მთავრობის იმ შემადგენლობასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ძირითადად ბოლოში გავედით. ძალიან ბევრი კანდიდატია და ვცდილობთ საუკეთესო შევარჩიოთ. ვფიქრობ, დღის ბოლომდე გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული იქნება _ განაცხადა ჟურნალისტებთან კონსულტაციების დაწყებამდე სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა.
Mმისივე განცხადებით, მინისტრობის ორი კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ სოზარ სუბარმა მინისტრების ვინაობა არ დაასახელა.
,,გუშინ მინისტრობის ორ კანდიდატურაზე საბოლოოდ შევთანხმდით და ძირითადად მსჯელობა უკვე დამთავრებულია", _განაცხადა სუბარმა.