აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან სამხედრო საზღვაო სწავლების დროს ატომური წყალქვეშა ნავი "მონპელიე" სარაკეტო კრეისერს "სან-ხასინტოის" შეეჯახა.
პენტაგონის ინფორმაციით, არც ერთი ეკიპაჟის წევრი არ დაშავებულა.
"მცურავ საშუალებებს სერიოზული დაზიანება არ მოუღიათ და მათ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს სწავლებაში მონაწილეობა", - იტყობინება პენტაგონი.
აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარეობს მომხდარის მიზეზების დადგენა.