სიღნაღის რაიონის #5 საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დილიდან საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის აქტივობა შეინიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაქირის #5 საარჩევნო უბანზე 12:00 საათის მონაცემებით ხმა 200-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო საარჩევნო უბანზე სულ რეგისტრირებულია 893 ამომრჩეველი.
ვაქირის #5 სარჩევნო უბანზე არჩევნების მიმდიდინარეობას სიღნაღის #31 საარჩევნო უბნის კომისა ატარებს, რადგან პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოებამ #5 სარჩევნო უბანზე მომუშავე საარჩევნო კომისიას უნდობლობა გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ვაქირის #5 საარჩევნო უბანზე კონკურენტები ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ბეჟაშვილი, ხოლო ,,ქართული ოცნებიდან" გელა გელაშვილი არიან. ცესკო-ს წინასწარი შედეგებით კი, სიღნაღის ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი 9688 ხმით (48.01%) ლიდერობდა, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატ გელა გელაშვილს 9665მა (47.89%) ამომრჩეველმა მისცა ხმა.