რუსთავის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ორი კი დაშავდა. Gგვიან ღამით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ინგოროყვას საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ავარიის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს.