შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა ბანგლადეშის რესპუბლიკის ორო მოქალაქე: შაჰიდულ ნაზრულის ძე ისლამი და მაშოკ მოკლესურ რაჰმიანის ძე ბჰუიანი, რომლებიც 2012 წლის 11 ოქტომბერს, სასზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთას.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველო (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილება აწარმოებს.