20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საბალეტო სეზონი პრემიერით გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "ეს თავდაყირა სამყარო".
ასევე წარმოდგენილი იქნება "ქრონოს კვარტეტი", "წამი გარდასახვამდე" და "SECHS TANZE".
ბალეტის "ეს თავდაყირა სამყარო" ქორეოგრაფი თრეი მაკინტაერია, მუსიკა - The Shins, დამდგმელი ბალეტმაისტერი - ტრეივის უოკერი.
ქორეოგრაფ თრეი მაკინტაერის შემოქმედეება 90-ზე მეტი საბალეტო დასის სპქეტაკლისგან შედგება. 2005 წელს თ. მაკინტაერმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დადგა ბალეტი "ზაფხულის ღამის სიზმარი".
სპექტაკლის - "ეს თავდაყირა სამყარო" - პრემიერა შედგა Trey McIntyre Project-ში 2011 წლის 12 აგვისტოს, ვეილის ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე (კოლორადოს შტატი, აშშ).