ჩერნოგორსკის რაიონში მდებარე საერთო რეჟიმის კოლონიიდან, სასაჯელის ვადის დასრულების გამო 51 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" დავით ჩხიკვიშვილი განთავისუფლდა. კრიმინალურ წრეებში ჩხიკვიშვილს "დატო სურგუტსკის" ზედმეტსახელად იცნობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად დავით ჩხიკვიშვილის სამშობლოში ექსტრადაციის საკითხი წყდება.
დავით ჩხიკვიშვილი ასევე "კანონიერი ქურდის" ვიტალი ავდიანის (ვიტალიკ ტბილისკის) სახლში სხვა ავტორიტეტულ კრიმინალებთან ერთად დააკავეს. სამართალდამცავთა ინფორმაციით, ყველა დაკავებული ალკოფოლური და ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.