აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ სირიისთვის ტვირთების მიწოდებას, ბაშარ ასადის რეჟიმის მიმართ "მორალურად არშემდგარი" პოლიტიკის გამოვლინებად მიიჩნევს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარეტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ქმედება არ არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რადგანაც მოსკოვმა და პეკინმა ადრე არაერთხელ დაბლოკეს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები სირიის წინააღმდეგ.
"მაგრამ ასეთი პოლიტიკა მორალურად გაუმართლებელია", - განაცხადა ნულანდმა.
მისი თქმით, აშშ სერიოზული შეშფოთების მიზეზად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ "ასეთი სახის ქმედებების გრძელდება გაეროს უშიშროების წევრი სახელმწიფოს მხრიდან".
"ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვსაუბრობთ, რომ არც ერთი პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა არ უნდა დაეხმაროს ასადის რეჟიმის სამხედრო მანქანას", - განაცხადა ნულანდმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა თავის ტერიტორიაზე იძულებით დასვა თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან დამასკოში მიფრინავდა. თვითმფრინავში სირიის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისათვის საჭირო ელექტრო მოწყობილობები იყო ჩატვირთული.