13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს გამართავს.
გაიმართება პრემიერა კანტატა სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებზე. სოლისტები არიან ირინე თაბორიძე, ირინე ალექსიძე, არმაზ დარაშვილი და გოჩა დათუსანი-ჯიღაური. თეატრის გუნდი და სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს არიებს: როსინის, დონიცეტის, ვერდის, სენ-სანსის, ბიზეს, მასკანის და ჩილეას ოპერებიდან. დირიჟორი - ჯანლუკა მარჩანო.