ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ძარცვაში ეჭვმიტანილი შალვა ხიმიკაძე დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ხიმიკაძემ გაგარინის ქ. #10-ში მდებარე ლომბარდი გაძარცვა.
სამართალდამცავებმა ლომბარდის დაყაჩაღების შესახებ დღეს დილით შეიტყვეს. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაული ლომბარდის თანამშრომელმა ხიმიკაძემ თავად ჩაიდინა. ხიმიკაძე დანაშაულს აღიარებს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს.