საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატს, გურამ ოდიშარიას მიმართავენ და სთხოვენ, გადაბარების პროცესში სამუშაო ჯგუფი კომპეტენტური ადამიანებით დააკომპლექტოს.
"12 ოქტომბერს სამინისტროში უნდა შემდგარიყო პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროს დეპარტამენტების დირექტორებსა და თქვენს წარმომადგნელებს შორის. შეხვედრის მიზანი, ჩვენი აზრით, იყო სამინისტროს საქმიანობის, უკვე განხორციელებული, ასევე მიმდინარე პროექტების გაცნობა, რომელიც არაკონსტრუქციულობის გამო ჩაიშალა. თუ გაქვთ სურვილი, რომ უახლოეს მომავალში ჯანსაღ გარემოში წარიმართოს საქმიანობის გადაბარების პროცესი, გთხოვთ, სამუშაო ჯგუფი დააკომპლექტოთ მეტად კომპეტენტური, კორექტული და პროფესიონალი პირებით", - ნათქვამია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართვაში.