უკვე მეოთხე წელია თბილისის მერია და საქართველოს მწერალთა კავშირი ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურს "მერანს" ატარებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16-დან 35 წლამდე ახალგაზრდა პოეტებს. ჟიურის მიერ მოწონებული ნაწარმოებები ყოველ წლიურად იბეჭდება კრებულში "მერანი".
კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო ლექსების ავტორისთვის დაწესებულია პირველი პრემია: 1000 ლარის ოდენობით და ოთხი წამახალისებელი პრემია 500-500 ლარის ოდენობით. კონკურსი იწყება 12 ოქტომბრიდან. მასალების მიღების ბოლო დღეა 12 ნოემბერი. საზეიმო დაჯილდოება ჩატარდება 4 დეკემბერს (ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეს).ჟიურის თავმჯდომარეა ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი.