საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტად კახა კოხრეიძე აირჩიეს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ასოციაციიდან აცნობეს, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის კონგრესზე ახალი პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა აირჩიეს.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი კახა კოხრეიძე. ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე არჩეულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.
სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში რჩებიან - კახა კოხრეიძე, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი (ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი), არჩეულ არიან - მაია ერისთავი (საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორი), ნინო ფანჯიკიძე (საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე), ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელები: გიორგი ზვიადაძე (კომპანია „გლობალსელი'), შოთა მალაღურაძე („ტრანსკავკასია"), დავით ქურხული (კომპანია „ექსპრეს ლაინ სერვისი"), მიხეილ ჭელიძე (აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისის" აუდიტორი). სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა ცხრა წევრით.