საქართველოს ეროვნული ბანკი საბიუჯეტო დაწესებულებების მიერ კომერციულ ბანკებში ანგარიშების განულებას უარყოფს.
სებ-ი ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ინფორმაცია "აბსურდულია და არ შეესაბამება სიმართლეს".
"არაერთხელ აღგვინიშნავს და ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებიც, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და განვითარებული ნაწილია და მის სტაბილურობას არაფერი ემუქრება. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ქვეყნის საბანკო სისტემა გამართულად და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და მისი სტაბილურობის გარანტი საქართველოს ეროვნული ბანკია",- განმარტავენ სებ-ში.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებმა კომერციულ ბანკებს პრობლემები შეუქმნეს.