"საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა დღეს განაცხადა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ (ნიკა) გამყრელიძე დაინიშნა საქართველოს ბანკის ჯგუფის ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, ნიკა გამყრელიძე მუშაობდა საქართველოს ბანკის შვილობილი, სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. საქართველოს ბანკმა დღესვე განაცხადა ფინანსების დარგში, ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, მურთაზ კიკორიას დანიშვნის თაობაზე, ალდაგი ბისიასის გენერალური დირექტორის პოზიციაზე.
„მოხარული ვარ, სამეთვალყურეო საბჭოს გადაყწვეტილებით, ნიკა გამყრელიძის დანიშვნის თაობაზე საქართველოს ბანკის ჯგუფის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. სასიხარულოა, რომ აღნიშნული თანამდებობა კომპანიის შიგნით მომხდარი დაწინაურებით შეივსო. ნიკას ფინანსური და ლიდერობის უნარები, ასევე სტრატეგიული ხედვა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჯგუფის შემდგომი ზრდისთვის. ნიკა გამყრელიძის მუშაობისას, ალდაგი ბისიაის გენერალური დირექტორის პოსტზე, კომპანია დაახლოებით 4-ჯერ გაიზრადა 2007 წლის მერე და მისმა აქტივებმა 309.3 მილიონი შეადგინა, 2012 წლის 30 ივნისის მდგომარეობით. ასევე მოხარული ვარ, რომ მურთაზ კიკორია, რომელსაც სხვადასხვა დროს ეკავა არაერთი წამყვანი პოზიცია საქართველოს ბანკის ჯგუფში, მათ შორის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ფინანსების დარგში და ასევე უკრაინის BG Bank-ის გენერალური დირექტორის პოსტი, გაუძღვება ჯგუფის სადაზღვევო და ჯანდაცვის ბიზნესმიმართულებას, რაც გაზრდის ალდაგი ბისიაის ღირებულებასა და წვლილს, მთლიანი ჯგუფის წარმატებაში", აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
"ახალი დანიშვნები ეხმაურება საბჭოს მიზანს, შექმნას ყველაზე ძლიერი მენეჯმენტის გუნდი, რომელიც დააკმაყოფილებს ჯგუფის მზარდ მოთხოვნებსა და მასშტაბს. ალდაგი ბისიაის შთამბეჭდავი ზრდის შემყურე, რომლის შედეგადაც კომპანია ჩამოყალიბდა დაზღვევისა და ჯანდაცვის სექტორის ლიდერად საქართველოში, ჩვენ გვჯერა, რომ ნიკას ახლა უკვე შეუძლია უფრო დიდი როლის თამაში მთლიანად ჯგუფის მასშტაბით. ამავდროულად, ალდაგი ბისიაი არის საქართველოს ბანკის ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი აქტივი და ის ახალგაზრდა, ნიჭირი გუნდი, რომელიც კომპანიაში მოღვაწეობს, ბევრს ისწავლის მურთაზ კიკორიას ფინანსურ სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილებიდან. მურთაზს გააჩნია ისეთი თვისებები, როგორიცაა მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაყვეტილებების მიღება, პროფესიონალიზმი და ღირსება. მთელი სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა მივულოცო ნიკას და მურთაზს ახალ პოზიციებზე დანიშვნა და წარმატება ვუსურვო", განაცხადა ნილ იანინმა, საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა.