. ფინანსთა სამინისტრო საბიუჯეტო დაწესებულებების მიერ კომერციულ ბანკებში ანგარიშების განულებას უარყოფს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, საბიუჯეტო ორგანიზაციებს არც ერთ კომერციულ ბანკში ანგარიში არ გააჩნია.
"საბიუჯეტო ორგანიზაციებს ანგარიში მხოლოდ ცენტრალურ ხაზინაში გააჩნიათ და შესაბამისად კომერციული ბანკებიდან ანგარიშების განულებას ვერ მოახდენდნენ"- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, რომ მთელმა რიგმა საბიუჯეტო დაწესებულებებმა ბანკებში საკუთარი ნაშთები გაანულეს.