თიბისი ბანკი მეანაბრეებისათვის გათამაშებას იწყებს. ისინი, ვინც 9 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გახსნიან ანაბარს თიბისი ბანკში, ჩაერთვებიან საახალწლო გათამაშებაში და ექნებათ შანსი, მოიგონ 10,000, 15,000 და 20,000 ლარი!
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გახსნათ „ვადიანი", „ვადიანი+", ოქროს, ბონუს ან ანაბარი „ჩემი მიზანი" თიბისი ბანკში მინიმუმ 1,000 ერთეულით (ლარი, აშშ დოლარი, ევრო ან ფუნტი). ყოველ 1,000 ერთეულზე თქვენი 1 ბილეთი განთავსდება დოლურაში.
გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ თიბისი ბანკის არსებული მეანაბრეებიც, რომლებსაც ანაბარი „ჩემი სეიფის" ანგარიშზე გათამაშების დასრულებამდე ყოველი თვის ბოლო რიცხვში არსებული მინიმალური ნაშთი ექნებათ 1,000 ლარი, დოლარი, ევრო ან ფუნტი.
გათამაშება შედგება 2013 წლის 14 იანვარს, საღამოს 20:00 საათზე. გათამაშების მონაწილეებს შეუძლიათ, ონლაინ რეჟიმში, ლაივსტრიმის მეშვეობით, თვალი ადევნონ გათამაშებას, რომელიც თიბისი ბანკის Facebook-ის გვერდზე (facebook.com/TBCBank) გადაიცემა. გათამაშებისას გამოვლინდება სამი გამარჯვებული მეანაბრე, რომლებიც გახდებიან 10,000, 15.000 და 20,000 ლარის მფლობელები!
მაშ ასე, იჩქარეთ, გახსენით ანაბარი თიბისი ბანკში, ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობებით და მოიგეთ 10,000, 15,000 და 20,000 ლარი და დაიწყეთ ახალი ცხოვრება ძველით ახალ წელს!
აქცია გრძელდება 31 დეკემბრამდე!