ავღანეთის ცენტრალურ პროვინციაში ბამიანში უცნობმა პირებმა გოგონების სკოლა ააფეთქეს. შენობის დიდი ნაწილი რომელშიც განათლებას 350 გოგონა იღებდა აფეთქებამ გაანადგურა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
პროვინციის ხელმძღვანელმა მოჰამმად აზიმ ფარიდმა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა თალიბებს დააკისრა. ფარიდი დარწმუნებულია, რომ ბოევიკებს ამით ამ სკოლის მოსწავლეების დაშინება უნდოდათ.
თავის მხრივ "თალიბანის" წარმომადგებლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.