საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ისტორიული მომენტია, _ აღნიშნულის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს. ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, დღეს საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ისტორიული მომენტია. ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა.
გენერალურმა მდივანმა კიდევ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და საქართველოს ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ეძლევა. საუბრის დასასრულს, ანდერს ფოგ რასმუსენმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში საბრძოლო ამოცანის შესრულებისას ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო და პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა.