"ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ ხალხს უპირისპირდება, - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა ირაკლი შიხიაშვილმა, რომელმაც თავის თანამოაზრეებთან ერთად საკრებულოში ახალი ფრაქცია ჩამოაყალიბა.
"თბილისის საკრებულოს თვალსაჩინო ლიდერი ქალაქის მერი გიგი უგულავა თვლის, რომ ჩვენ მოღალატენი ვართ. მინდა მივმართო მას: როცა პოლიტიკური ორგანიზაცია უპირისპირდება საკუთარ მოსახლეობას და სისასტიკითა და ტერორით ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი ნება, როცა არჩევანს აკეთებს საკუთარ ხალხსა და პარტიას შორის, რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანი ქართველი ერის მხარეს იქნება", _ განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოში ,,ნაციონალური მოძრაობისა" ყოფილმა წვერებმა, რომელთაც პარტია და საკრებულოში მმართველი გუნდის ფრაქცია დატოვეს ახალი ფრაქცია ,,თავისუფლება" ჩამოაყალიბეს.