"საკრებულოში ,,ნაცმოძრაობის" შეუქცევადი რღვევაა დაწყებული", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა ირაკლი შიხიაშვილმა, რომელმაც თავის თანამოაზრეებთან ერთად საკრებულოში ახალი ფრაქცია ჩამოაყალიბა.
მისივე განცხადებით, მმართველი გუნდისგან განსხვავებით ,,ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრი ღირსეული ადამიანია.
,,ნაციონალურ მოძრაობაში" მმართველი გუნდისგან განსხვავებით უამრავი ღირსეული ადამიანია. საკრებულოში დაწყებულია ,,ნაცმოძრაობის" შეუქცევადი რღვევა. ჩვენ მზად ვართ მათთვის მუდმივად კარი გვქონდეს ღია", _ განაცხადა შიხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოში ,,ნაციონალური მოძრაობისა" ყოფილმა წვერებმა, რომელთაც პარტია და საკრებულოში მმართველი გუნდის ფრაქცია დატოვეს ახალი ფრაქცია ,,თავისუფლება" ჩამოაყალიბეს.