საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოქტომბრის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება. კვლევის მიზანი 2012 წლის ოქტომბრის საქართველოში ინფლაციის დონის გაანგარიშებაა.
ფასებზე დაკვირვება ფასების 19 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში მოხდება. ფასები შეგროვდება 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე.
ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნდება.