მომავალი ხელისუფლების მიერ საარსებო მინიმუმის გადახედვის ფაქტს "საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი ეხმიანება. ზაზა ჭელიძე Facebook-ის პირად გვერდზე აცხადებს, რომ საარსებო მინიმუმის ღირებულება დამოკიდებულია კალათაში არსებული სასურსათო პროდუქციის ფასზე და ის იცვლება ფასების ცვალებადობის პარარელურად
"რამდენჯერმე ითქვა, რომ საარსებო მინიმუმი უნდა იყოს 220 ლარი. რატომ და როგორ ზუსტად 220 ლარი? საარსებო მინიმუმის ღირებულება დამოკიდებულია კალათაში არსებული სასურსათო პროდუქციის ფასზე და ის იცვლება ფასების ცვალებადობის პარარელურად. ამიტომ, დღევანდელი 220 ლარი შეიძლება ხვალ გაიზარდოს და 240, ან პირიქით, შემცირდეს და 200 ლარი გახდეს. ამიტომ, საარსებო მინიმუმს ფიქსირებულად ერთი და იგივე ოდენობა ვერ ექნება.
თუ პენსიის გაზრდა გვინდა, აუცილებელი არაა პენსიის ოდენობა საარსებო მინიმუმს გაუტოლდეს. იყოს საარსებო მინიმუმზე ბევრი. რა არის ამაში ცუდი?!"- განმარტავს ზაზა ჭელიძე.