დღეს, 12 ოქტომბერს, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მე-3 ტურის მატჩები გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩი ჰელსინკში თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. ქართველები ფინეთში თითქმის უდანაკარგოდ ჩაფრინდნენ და სრული შემადგენლობითაც ივარჯიშეს.
ერთადერთი ცვლილება, რომელიც თემურ ქეცბაიამ განახორციელა ტრავმის გამო ნაკრებში კვირკველიას ნაცვლად რუსთავის "მეტალურგის" მცველი ირაკლი მაისურაძე გამოიძახა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი („კრასნოდარი", რუსეთი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი"), ომარ მიგინეიშვილი („ტორპედო");
მცველები: უჩა ლობჟანიძე („კრივბასი", უკრაინა), აკაკი ხუბუტია („გაზ მეთანი", რუმინეთი), გურამ კაშია („ვიტესი", ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისფორი", თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი", რუსეთი), გიორგი ფოფხაძე („ბაქი", აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ვოლგა", რუსეთი), გულვერდ თომაშვილი („დილა");
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი"), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩივეცი", უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე („არსენალი", უკრაინა), დავით თარგამაძე („ილიჩივეცი", უკრაინა), ჯაბა კანკავა („დნიპრო", უკრაინა), ლევან ყენია („კარპატი", უკრაინა), ნიკა ძალამიძე („იაგელონია", პოლონეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული („დილა"), დავით დევდარიანი („ორჰუსი", დანია);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი", იტალია), ირაკლი სირბილაძე („ინტერი", ფინეთი).
ფინეთი-საქართველოს მატჩი 12 ოქტომბერს ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
ფინეთის ეროვნული ნაკრები:
მეკარეები: ლუკაშ ჰრადეცკი ("ესბიერგი", დანია), ჰენრი სილანპიაა ("ტრომსიო", ნორვეგია), ნიკი მიაენპიაა ("ვენლო", ჰოლანდია);
მცველები: ნიკლას მოისანდერი ("აიაქსი", ჰოლანდია), იოონა ტოივიო ("იურგორდენი", შვედეთი), იუჰანი ოიალა ("იანგ ბოიზი", შვეიცარია), მარკუს ჰალსტი ("მალმიო", შვედეთი), კარი არკივუო ("ჰეკენი", შვედეთი), იუკა რაიტალა ("ჰერენვენი", ჰოლანდია), იერე ურონენი ("ჰელსინგბორგი", შვედეთი), პეტრი პასანენი ("ორჰუსი", დანია);
ნახევარმცველები: პაულუს არაიუური ("კალმარი", შვედეთი), კასპერ ჰიამიალიაინენი ("იურგორდენი", შვედეთი), რომან ერიომენკო, ალექსეი ერიომენკო (ორივე - "რუბინი", რუსეთი), ტიმ სპარვი ("გრონინგენი", ჰოლანდია), პერპარიმ ჰეტემაი ("კიევო", იტალია), ტონი კოლეჰმაინენი ("ჰიონეფოსი", ნორვეგია), მიკა ოიალა ("ინტერი", ფინეთი);
თავდამსხმელები: ტეემუ პუკი ("შალკე", გერმანია), ნიაზი კუქი ("ატრომიტოსი", საბერძნეთი), მიკა ვიაირინენი (ჰიკ, ფინეთი), ალექსანდერ რინგი ("გლადბახი", გერმანია).
მსაჯი: ევგენი არანოვსკი (უკრაინა)
"ჯვაროსნებმა" შესარჩევი ციკლი წარმატებულად დაიწყეს და თავდაპირველად ბელორუსის ნაკრებს 1:0 სძლიეს, მომდევნო მატჩი კი ესპანელების წინააღმდეგ იმავე ანგარიშით დათმეს.
ქართველებმა ორი მატჩიდან 3 ქულა მოაგროვეს და ჯგუფში მე-3 ადგილზე იმყოფებიან.