სირიაში კონფლიქტის კიდევ ნახევარი წლით გაგრძელება ზრდის ქვეყანაში სამოქალაქო ომის რისკს, რასაც გარადაუვალი ქაოსი მოყვება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
მისი თქმით, ასადი უნდა წავიდეს და ქვეყანაში მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა.
"რაც უფრო ადრე წავა ასადი, მით უფრო უსაფრთხო იქნება სირიაში ხელისუფლების გადაცემის პროცესი", - განაცხადა ოლანდმა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში 2011 წელის მარტში დაწყებულ დაპირისპირებას გაეროს მონაცემებით 19 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.