თიბისი ბანკის გათამაშება გრძელდება. მათ, ვინც სარგებლობს თიბისი ბანკის განახლებული იტნერნეტბანკითა და მობაილბანკით, კვლავ ეძლევა უნიკალური შანსი, მოიგოს თანამედროვე ადამიანისთვის ყველაზე საჭირო და სასურველი პრიზები - iPhone4, iPAD 3G და MacBook Pro, რომლებსაც თიბისი ბანკი 12 ოქტომბერს, ლოტოტრონის საშუალებით გაათამაშებს.
ლოტოტრონში მოთავსებული იქნება იმ მომხმარებელთა ბილეთები, რომლებმაც სექტემბერში, თიბისი ბანკის ინტერნეტ- და მობაილბანკის საშუალებით, მინიმუმ 3 განსხვავებული ტრანზაქცია შეასრულეს და დააგროვეს გათამაშების ბილეთები.
დღეს, 12 ოქტომბერს, 20:00 საათიდან, გათამაშების მოანაწილეებს შეუძლიათ, ონლაინრეჟიმში, ლაივსტრიმის მეშვეობით, თვალი ადევნონ გათამაშებას, რომელიც თიბისი ბანკის Facebook გვერდზე (facebook.com/TBCBank) შედგება. გათამაშებაზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელიც მოიგებს iPhone4, iPAD 3G და MacBook Pro-ს.
შეგახსენებთ, თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებელთათვის პირველი გათამაშება 12 სექტემბერს შედგა, რომლის შედეგადაც Apple-ის პრიზები სამმა მომხმარებელმა მოიგო.
გათამაშება ამით არ დასრულდება. Apple-ის პრიზების მოგების შანსი მომხმარებელს კიდევ მიეცემა 12 ნოემბერს, ხოლო 8 დეკემბერს გათამაშდება სუპერპრიზი - ავტომობილი KIA Sportage. ამავე დროს, დეკემბრის გათამაშებაში ჩაითვლება ის ბილეთებიც, რომლებიც მომხმარებელმა წინა თვეებში, ტრანზაქციების შესაბამისად დააგროვა, ამისათვის საჭიროა დეკემბერშიც ჰქონდეს განხორციელებული სამი განსხვავებული ტრანზაქცია.
შეგახსენებთ, ყოველთვიურად განხორციელებულ მინიმუმ 3 განსხვავეულ ტრანზაქციაზე მომხმარებელს გადაეცემა გათამაშების 1 ბილეთი.
"ასე რომ, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ თიბისი ბანკის ინტერნეტ- და მობაილბანკი, დარეგისტრირდით ინტერნეტ ბანკის ვებგვერდზე : www.tbconline.ge ან გადმოტვირთეთ თიბისი ბანკის მობაილ ბანკის აპლიკაცია App Store-დან ან Google Play-იდან, დაიწყეთ ინტერნეტ ბანკისა და მობაილ ბანკის აქტიური მოხმარება, დააგროვეთ ბილეთები და მოიგეთ თქვენი ოცნების ავტომობილი KIA Sportage!" - აცხადებენ ბანკში.