ხვალ, 12 ოქტომბერს, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის კონგრესზე ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. გააგრძელებს თუ არა ამ პოსტზე მუშაობას ასოციაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე, კონკრესზე გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის ასოციაციის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ასოციაციიდან აცნობეს, კონგრესის დღის წესრიგით, სხვადასხვა საკითხთან ერთად, გათვალისწინებულია პრეზიდენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა, ასევე, ახალი წესდების დამტკიცება.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია დაფუძნდა 2010 წელს. მისი მთავარი მისიაა კერძო მეწარმეობის ინტერესების დაცვა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რომ არსებული კომპანიების გაფართოებისა და ახალი ბიზნესპროექტების მეშვეობით განვითარდეს რთულ ვითარებაში მყოფი ქვეყნის ეკონომიკა. ასოციაციას მიაჩნია, რომ მომდევნო რემდენიმე წლის განმავლობაში სწორი პოლიტიკის პირობებში შესაძლებელი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგება და განვითრების მაღალი ტემპების მიღწევა. ამ მიზნით ბიზნესის ხედვას და კონკრეტულ ინიციატივების აქვს დიდი მნიშვნელობა, რაზედაც ასოციაცია მომდევნო კვირიდან, კონგრესის ჩატარების შემდგომ ისაუბრებს.