ყველა უკანონოდ გათავისუფლებული პოლიციელი სამსახურში დაბრუნდება, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან შს მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაცვის პოლიციის გათავისუფლებულ თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ღარიბაშვილმა ყველა პოლიციელს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
,,ჩემი სურვილი იყო სიტუაციაში გავრკვეულიყავი. ჩემი წარმომადგენლები დაუკავშირდნენ მოქმედი მინისტრის მოადგილეს ბატონ ხიზანიშვილს. ხვალ 12:00 საათზე მოქმედ მინისტრს ეკა ზღულაძეს შევხვდები და სიტუაციაში უფრო დეტალურად გავერკვევი. Mმინდა მოუწოდო ყველა პოლიციელს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ ვარ მინიტრის თანამდებობაზე ვიტოვებ უფლებას, რომ ყველა პოლიციელს მოუწოდო სიმშვიდისკენ, მათ მშვიდად გააგრძელონ მუშაობა. Aასევე მინდა თხოვნით მივმართო მოქმედ ხელისუფლებას, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესში მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისგან მაქსიმალურად თავი შეიკავონ. თუ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება გარდაუვალი იქნება ჩვენთან მანამდე მოხდეს კონსულტაციები", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დაცვის პოლიციის 700-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებული პოლიციელები დახმარებას ,,ქართული ოცნებისგან" ითხოვენ.