Batumi Raptor Count»-ფრინეველბზე დაკვირვების სტატისტიკას ავრცელებს. საერთაშორისო ორგანიზაციის, ცნობით, 10 ოქტომბრისთვის აჭარაში მემილიონე გადამფრენი ჩიტი დაფიქსირდა. სპეციალისტების აზრით, ერთი სეზონისათვის ეს მონაცემი რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ფრინველთა საშემოდგომო მიგრაციის პერიოდი დაახლოებით 3 კვირაში დასრულდება და შესაბამისად ცნობილი გახდება წლევანდელ წელს გადამფრენ ფრინველთა საბოლოო რაოდენობა. აჭარაში მდებარე „სახალვაშოსა" და „ჩაის უბნის" სოფლები თანდათან უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს ფრინველებზე დაკვირების მოყვარულთათვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.