"მე არ მეგულება ამ დარგში ისეთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე კაცი, როგორიც ამირან გამყრელიძეა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის შეფასებიას.
მისივე განცხადებით, შევარდნაძის დროინდელი მინისტრი არა ამირან გამყრელიძეა, არამედ მიხეილ სააკაშვილი.
"მე არ მეგულება ამ დარგში ისეთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე კაცი, როგორიც ამირან გამყრელიძეა. ის არის ძალიან ღირსეული და წესიერი ადამიანი. შევარდნაძის დროინდელი მინისტრები არიან სააკაშვილი და მიშა მაჭავარიანი არა მხოლოდ ქრონოლოგიით, არამედ მენტალიტეტით", _ განაცხადა ბაღათურიამ.