საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა საქართველოში შემდგარი საპარლამენტო არჩევნები განიხილეს. საუბრისას, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტს დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისთვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. საუბრის დასასრულს, ერდოღანმა მიხეილ სააკაშვილთან უახლოეს მომავალში შეხვედრის სურვილიც გამოთქვა.