მობილურმა ოპერატორმა ბილაინმა მომხარებელს მსოფლიოს რამდენიმე მიმართულებით ზარისმგანხორციელებისას ფასდაკლება შესთავაზა.
ერთი წუთის ღირებულება ისრაელის და ეგვიპტის მიმართულებით 20 თეთრია, ხოლო ზარის წამოწყება 10 თეთრი.
20 თეთრი დაუჯდება ბილაინის აბონენტს ერთი წუთი საუბარი ჩინეთის და ტაილანდის მიმართულებით, ხოლო ინდოეთის და პაკისტანის მიმართულებით ერთი წუთის ღირებულება 15 თეთრია.
" ბილაინი ტრადიციულად საუკეთესო შეთავაზებით გამოდის ბაზარზე.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ საერთაშორისო მიმართულებებზე რომლებიც საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული ისე სავაჭრო ურთიერთობებისათვის", - თეონა ბაღდავაძე, ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი .
საერთაშორისო მომსახურების გააქტიურების ღირებულება 30 კალენდარული დღით 1 ლარს შეადგენს.