,,პოლიტპატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ადვოკატმა ქეთი ბექაურმა თბილისის ,,ჰელსინკის ჯგუფის" გადაწყვეტილების კომენტირებისას.
"ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ საქმეები არის შეთითხნილი, ცრუ, არასწორი და მათდამი დაინტერესება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით", - განაცხადა ბექაურმა.
მისივე განცხადებით, დაუყოვნებლივ ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს პირველ რიგში კი ცოტნე გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ,,ჰელსინკის ჯგუფმა" 167 პირი პოლიტიკურ პატიმრად სცნო. მათ შორისაა ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ბიწაძე, ნორა კვიციანი და ზურაბ შალიკიანი.