22-23 ოქტომბერს ბრატისლავაში ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები აშშ-ის მიერ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გეგმის ცვლილების საკითხს განიხილავენ.
ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საკითხის განხილვა ალიანსს ნულიდან არ მოუწევს, "რადგან დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე წელია მიმდინარეობს".
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ჩეხეთსა და პოლონეთში სტაციონალური თავდაცვის სისტემის განლაგების ნაცვლად აშშ მოკავშირეებს თავაზობს 2015 წლისთვის შეიქმნას მოქნილი, ეშელონირებული სისტემა, რომელშიც უპირატესად საზღვაო ბაზირების მობილური ერთეულები შევლენ.
წინა პროექტისგან განსხვავაებით, ახალი სისტემა მიმართული იქნება არა შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების, არამედ მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების წინააღმდეგ.
ალიანსი განიხილავს საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნას, რომელმაც უნდა დაიცვას ნატოს წევრი სამხრეთ და სამხრეთ -დასავლეთის ქვეყნები და ეს სისტემა არ იქნება მიბმული აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემასთან.