მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა საფრთხის ქვეშ დგას, რადგანაც მრავალი სახელმწიფო არც თუ სწრაფად ატარებს ეკონომიურ რეფორმებს, რომელიც აუცილებელია მოცემულ ვითაარებაში. ამის შესახებ საერთაშორისო სავაულტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა.
ტოკიოში გამართულ საერთაშორისო სავაულტო ფონდის ყოველწლირ შეხვედრაზე ლაგარდმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკა ცალკეული სახელმწიფოების მეთაურთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
მანვე მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა ევროპის ეკონომიკურ კრიზისზე და აშშ-ის ვალებზე, რომელიც მრავალი ინვესტორისთვის შემაკავებელ ფაქტორად არის ქცეული.