დედაქალაქის მერიაში "თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის" შექმნას ობიქტების უუკეთესად დაცვისა და თანხების დაზოგვის აუცილებლობბით ხსნიან.
როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ირაკლი აბესაძემ განუცხადა, სამსახურის შექმნა მერიას საშუალებას მისცემს, უკეთესად განახორციელოს ობიქტების დაცვა და დაზოგოს თანხები, რომელიც ამ მიზნით იხარჯებოდა.
მისივე თქმით, სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მერიის საკუთრებაში არსებული ობიექტების, მათ შორის ბაღების, სკვერების დაცვას.
და ის
"აღნიშნული სამსახური გიგი უგულავას არ დაიცავს. მერის უსაფრთხოებაზე დაცვის სპეციალური სამსახური ზრუნავს", -განმარტა აბესაძემ.
მისივე განმარტებით, ახალი სამსახური თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
"საქალაქო სამსახური იქნება თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დებულებას ამტკიცებს დედაქალაქის მერი და ამის შემდეგ, როდესაც შეიქმნება სამსახური, ხდება მისი ასახვა მერიის დებულებაში. შემდეგ უნდა მივმართოთ საკრებულოს და უნდა მოვითხოვოთ მისი თბილისის მერიის სისტემაში ასახვა",- განმარტა აბესაძემ.
დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ "თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური" შექმნა. დამტკიცებულია სამსახურის დებულებაც, რომლის მიხედვითაც სამსახური უზრნველყოფს თბილისის მერიის ობიექტების, თბილისში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების, ასევე მერიისა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოებას და ამ ობიექტებში არსებული ქონების დაცვას.
სამსახურს საჭიროების შემთხვევაში, თავად თბილისის მერის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების პირადი უსაფრთხოების დაცვაც მოეთხოვება.
"თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური" შედგება შვიდი განყოფილებისგან: ორგანიზაციული უზრუნველყოფის, კონტროლის, სწრაფი რეაგირების, თბილისის მერიის ობიექტების დაცვის, თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვის, თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკების და სკვერების დაცვის და ასევე თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილებებისგან.
სამსახურის უფროსს, რომელიც ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია დედაქალაქის მერის წინაშე, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თბილისის მერი.
შეგახსენებთ, რომ "თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის" შექმნამდე იმავე ამოცანებს შსს ასრულეებდა, რისთვისაც დედაქალაქის მერია მას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხმას უხდიდა.