საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოთა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის 2012 წლის III კვარტალის სტატისტიკური გამოკვლევა დაიწყო. როგორც უკვე ცნობილია, საქსტატი მონაცემთა შეგროვების ელექტრონულ მეთოდზე გადავიდა.
აღნიშნული გამოკვლევის შედეგად მიიღება ინფორმაცია 2012 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ქვეყნების, ეკონომიკის სექტორებისა და ინფორმაციის წყაროების ჭრილში.
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის გამოკვლევის შედეგები ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის, საგარეო ვალის სტატისტიკისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის მაჩვენებლების გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს.
მონაცემები გამოქვეყნდება 2012 წლის 10 დეკემბერს.