იანვარ-სექტემბერში აჭარაში, 1 მლნ 403 ათას 201 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 31%-ით აღემატება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აჭარაში ჩასული ვიზიტორების რაოდენობა, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 69%-ით გაიზარდა. 2011 წლის იანვარ-სექტემბერში, აჭარაში, სულ 1 070 355 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში - 831 578.
2012 წლის პირველ ცხრა თვეში აჭარაში ჩასულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა იყო 693 645, რაც 2011 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით, 83%-ით გაიზარდა, ხოლო 2010 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 58%-ით მეტია.
2011 წლის იანვარ-სექტემბერში, აჭარას სტუმრობდა 378 934 უცხოელი ვიზიტორი, ხოლო 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში - 269 426.
2012 წლის იანვარ-სექტემბერში, აჭარაში უცხოელ ვიზიტორთა უმეტესობა, კერძოდ 38,9% - თურქეთიდან ჩავიდა (მთლიან ვიზიტორთა 19,2%). თურქეთს მოჰყვება სომხეთი (უცხოელ ვიზიტორთა 14,5%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა - 7,2%), ირანი (უცხოელ ვიზიტორთა 10,1%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა - 5%) და აზერბაიჯანი (უცხოელ ვიზიტორთა 8,6%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა - 4,2%).
2012 წლის სექტემბერში, აჭარას, 109 293 ვიზიტორი ჰყავდა, რაც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელზე 56,3%-ით მეტია.