ყაჩაღობა ავტოგასამართ სადგურზე. რამდენიმე საათის წინ ყაჩაღობა მოხდა კახეთის გზატკეცილზე განთავსებულ "გალფის" ავტოგასამართ სადგურზე.
წინასწარი ინფორმაციით გატაცებულია 4 ათას 500 ლარი.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ავტოგასამართი სადგური სამმა შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა. ერთ-ერთ მომსახურე პერსონალს თავში იარაღის კონდახი ჩაარტყეს, რომლის ჰოსპიტალიზაციაც გახდა საჭირო. ინციდენტი გადაღებული აქვს ვიდეო-სათვალთვალო კამერებს და მიმდინარეობს გამოძიება.
"გალფის" წარმომადგენელთა განმარტებით, ბოლო პერიოდში "გალფი" უკვე მესამედ დააყაჩაღეს და სამივე საქმე დღემდე გამოუძიებელია.