დღეს ჰოლდინგური კომპანია ვაკე-5-ის და ალბატროს ჯგუფის იურისტებმა საქრთველოს პროკურატურას კომპანიისპრეზიდენტის დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ვაკე-5 -ის საკუთრების აღიარების აღდგენისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შპს ალბატროს პრეზეტისათვის 3 000 000 ლარამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დარიცხულ თანხაზე საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნები ამ უწყებებში ოფიციალურად ჩააბარეს. M
ამასთან ერთად საქართველოს პროკურატურას ასევე გამოსაძიებლად გადაეცა ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე პირთა სიაც.
ჰოლდინგური კომპანია ვაკე-5-ის და ალბატროს ჯგუფის მფლობელი და დამფუძნებელი შვეიცარიაში პოლიტდევნილი ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილია, მან გასულ კვირას საჯაროთ მიმართა ხელისუფლებას შეეწყვიტათ მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და დაებრუნებინათ მისთვის წართმეული და დაყადაღებული ქონება. ამით მისი განცხადებით, ქვეყანა თავიდან აიცილებდა საერთასორისო სასამართლოებში და არბიტრაჟებში საქმის განხილვას.