თანხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რაც ორივე მხარეს გვქონდა განცხადებული - ევროპა და ევროანტლანიკური სივრცე, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ საუბარი გვქონდა საგარეო პოლიტიკაზე. გვქონდა შეხედულებებზე და ასე შემდგომ. თანხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რაც ჩვენ ორივე მხარეს გაცხადებული გვქონდა, რომ ევროპა და ევროანტლანიკური სივრცე, აუცილებლად ჩვენი სტრატეგიაა - გაგრძელება იქნება წინა ხელისუფლების. ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისაკენ. აუცილებლად საქართველო მოახერხებს უახლოეს ხანში საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. დაახლოებით ასეთი ტიპის საუბარი გვქონდა. კარგია, რომ ჩვენ სააკაშვილმა მოახერხა ის განცხადება, რომელიც მე შევუქე, რომელიც მან გააკეთა არჩევნების პროცესში და არჩევნების ბოლოს. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ემსაუხრება იმას, რომ ვაჩვენოთ რომ ჩვენ ვარ კულტურული ერი ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ჩვენ ჩვენს ოპონენტებს ყოველთვის ღირსეულად მოვექცევით", - განაცხადა ივანიშვილმა.