დღეს, 9 ოქტომბერს, 14:30 - 15:30 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის, პირველი რეგიონალური კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაზე წარიმართება დებატები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ კულტურულ საკითხებზე, რომელსაც დაესწრებიან ევროკომისიისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის რეგიონალური მონიტორინგისა და ძირითადი ბირთვის წარმომადგენლები, საქართველოს, სასომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, მოლდოვისა და უკრაინის კულტურის მინისტრები/ მინისტრების მოადგილეები.