სიღნაღში, სოფელ ვაქირში მეზობლებს შორის გამართული დავა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
54 წლის ნოდარ დემეტრაშვილი თავისმა მეზობელმა სანადირო თოფით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სიღნაღის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მას ჭრილობები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
ექიმების თქმით, ამ დროისთვის ნოდარ დემეტრაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.