დღეს, 9 ოქტომბერს, ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ვიტალი დარასელიას, 55 წელი შეუსრულდებოდა.
ვიტალი დარასელია 1957 წლის 9 ოქტომბერს ოჩამჩირეში დაიბადა. თამაშობდა საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.
თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი დინამოში გაატარა. უეფა-ს თასების თასის 1980-81 წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, კარლ ცაისის კარში გაიტანა გადამწყვეტი გოლი და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
2007 წელს მისი დაღუპვიდან 25 წლისთავზე ვეტერანებმა მის პატივსაცემად მატჩი გამართეს. ოჩამჩირის ადგილობრივი სტადიონი სწორედ დარასელიას სახელს ატარებს.